Friday, April 29, 2011

ტექნოლოგია

წყარო

როგორ საჭიროებას წარმოადგენს ტექნოლოგიები


2020 წლისთვის ახალი ტექნოლოგიების შექმნის პოტენციალის და ასევე მათი პრაქტიკული გამოყენების რეიტინგში საქართველომ მე-100 ადგილი დაიკავა. გამოკვლევა, რომლის მიზანიც იყო იმის გამორკვევა თუ როგორ განვითარდება მეცნიერება და ტექნიკა უახლოესი 20 წლის განმავლობაში, კორპორაცია RAND-მა ჩაატარა. კვლევის სახელწოდებაა: "გლობალური ტექნოლოგიური რევოლუცია 2020". ამასთან, კვლევა RAND-მა სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების 16 მიმართულების მიხედვით ჩაატარა. მათ შორის არიან: უმავთულო კავშირის ტექნოლოგიები, გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეები, "გიბრიდული" ავტომობილები და სხვა.

ამასთან, მე-100 ადგილზე საქართველო კვლევის იმ ნაწილში გავიდა, სადაც გაანალიზებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მეცნიერთა და ინჟინერთა, გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიათა, მიღებულ პატენტთა და ა.შ. რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე. რეიტინგის მომზადებისას RAND-მა გამოიყენა 1992 წლიდან 2004 წლამდე არსებული მაჩვენებლები. ამასთან, პირველ ადგილზე ამ რეიტინგში აშშ მოხვდა, მეორეზე – იაპონია, მესამეზე კი – გერმანია გავიდა.

კიდევ ერთი გამოკვლევა RAND-მა უკვე მხოლოდ 29 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 5 ევროპულ ქვეყანას შორის ამ გამოკვლევაში საქართველოც მოხვდა. მის გარდა ევროპულ ქვეყნებს შორის არიან: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი და თურქეთი. რანდ-ის მონაცემებით უახლოესი 14 წლის მანძილზე სიტუაცია შეიცვლება. კერძოდ, მათ გაანალიზეს 29 ქვეყნის შესაძლებლობა მოახდინონ ადაპტირება მეცნიერული გამოგონებებისადმი. ამ კვლევისას საქართველო აუთსაიდერების რიგში მოხვდა და 100 ქულიან შეფასების შკალაზე მხოლოდ 5 ქულა მიიღო. უმაღლესი ქულები კი აშშ-მ, კანადამ და გერმანიამ მიიღეს.

ასევე 100 ქულიანი შკალით ფასდებოდა ის წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვაც უწევთ მეცნიერებს, ინჟინრებსა და მეწარმეებს, სამეცნიერო დამუშავებათა განსახორციელებლად და წარმოებაში მათ დასანერგად დაფინანსების მოძიების დროს. საქართველომ ამ რეიტინგში 70 ქულა მიიღო. შედარებისთვის, პოლონეთმა – 60 ქულა, ისრაელმა – 40 ქულა, ხოლო კანადამ, გერმანიამ, ავსტრალიამ და იაპონიამ ამ რეიტინგში 30 ქულა მიიღეს.



წყარო